-
Aa
+
ფონტის ზომა
PFL Super Fights-ის მძიმე წონის საჩემპიონ ბრძოლაში ფრენსის ნგანუ რენან ფერეირას დაუპირისპირდა. ლეგენდარულმა მებრძოლმა მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა და PFL-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ნგანუმ გამარჯვება ემოციურად აღნიშნა და ტიტული ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ შვილ კობის მიუძღვნა.
ნგანუს გამარჯვებას MMA-ს კიდევ ერთი ლეგენდა ჯონ ჯონსი გამოეხმაურა.
"დიდებული სამუშაო გასწია ფრენსისმა, MMA-ს მთელი დიდებულება აჩვენა. დიდებული დარტყმები, თეიქდაუნები. კარგია მისი ბრწყინვალების ნახვა. გილოცავ, ჩემპიონო, შევხვდებით." - დაწერა ჯონსმა სოციალურ ქსელში.
ნგანუ გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-სა და PFL-ის ტიტულები მოიგო.
ფრენსისის ბრძოლას მისი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო.
Cristiano Ronaldo is all smiles with Francis Ngannou backstage 🤝#PFLSuperFights is LIVE on @ESPNPlus PPV 🍿 pic.twitter.com/14yktratp5
— ESPN MMA (@espnmma) October 19, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები