მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როლან გაროსის 1/4 ფინალში ალექსანდერ ზვერევმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი 3 სეტში (6-4, 7-6, 6-4) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გერმანელი შემდეგ ეტაპზე ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირიდან ჩახსნის გამო ამ ეტაპზე უთამაშებლად მოხვდა.
ფინალისტების ვინაობა ამ წყვილებში გაირკვევა:
კარლოს ალკარასი - იანიკ სინერი
კასპერ რუდი - ალექსანდერ ზვერევი
მატჩები 7 ივნისს გაიმართება, ფინალური დაპირისპირება კი 9 ივნისს ჩატარდება.
რაც შეეხება ქალთა როლან გაროსს, 1/2 ფინალში პოლონელი იგა შვიონტეკი, რომელმაც მარკეტა ვონდრუშოვა 2 სეტში დაამარცხა (6-0, 6-2), ამერიკელ კოკო გოფს დაუპირისპირდება, რომელმაც ტუნისელ ონს ჟაბორს აჯობა 3 სეტში (4-6, 6-2, 6-3).
მეორე 1/2 ფინალური წყვილი კი შედარებით სენსაციური მივიღეთ. 1/4 ფინალში მირა ანდრეევამ არინა საბალენკა დაამარცხა 3 სეტში (6-7, 6-4, 6-4), იტალიელმა ჟასმინ პაოლინიმ კი ელენა რიბაკინას სძლია (6-2, 4-6, 6-4).
იგა შვიონტეკი - კოკო გოფი
ჟასმინ პაოლინი - მირა ანდრეევა
შეხვედრები 6 ივნისს ჩატარდება, ფინალი კი 8 ივნისს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
1 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ