ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ნაჩო ფერნანდესი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს რეალს დატოვებს.
საინტერესოა, რომ რეალი მეოთხე წელია გუნდის კაპიტანს კარგავს - 2021-ში სერხიო რამოსი წავიდა, 22-ში მარსელო, 23-ში კარიმ ბენზემა, წელს კი სამეფო კლუბის ქომაგები ნაჩოს დაემშვიდობებიან.
როგორც ცნობილია, რეალი კაპიტნებს გუნდში ყოფნის ხანგრძლივობით ასახელებს, შესაბამისად, ნაჩოს წასვლის შემდეგ, კლუბის კაპიტნობას ლუკა მოდრიჩი გადაიბარებს.
თუმცა, რეალში არც მოდრიჩის დარჩენაა გადაწყვეტილი, ამიტომ თუ ზაფხულში ისიც წავა, ახალი სეზონიდან რეალის პირველი კაპიტანი დანი კარვახალი იქნება.
ვიცე-კაპიტნის როლს ტონი კროოსი მოირგებს, მესამე კაპიტანი ლუკასი იქნება, შემდეგ კი სიაში კურტუა, ვალვერდე და ვინისიუსი არიან, რომლებიც გუნდს ერთიდაიგივე ზაფხულს შეუერთდნენ.
კომენტარები
2 დღის წინ
21 საათის წინ
22 საათის წინ