ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
3 გერმანული კლუბი ევროტურნირების ნახევარფინალში 29 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
ბაიერნი და დორტმუნდი ბუნდესლიგას ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ, ლევერკუზენი კი ევროპა ლიგის 1/2 ფინალში იბრძოლებს.
მიუნხენური კლუბი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება, დორტმუნდი - პსჟ-ს, ლევერკუზენის მეტოქე კი რომაა.
მთავარი ევროტურნირების ნახევარფინალში ერთბაშად სამი გერმანული კლუბი 1994/95 სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.
საინტერესოა, რომ მაშინაც, ნახევარფინალისტები სწორედ ეს გუნდები იყვნენ: ბაიერნი, დორტმუნდი და ლევერკუზენი.
იმ სეზონში, გერმანელებმა ვერც ტიტულის მოგება შეძლეს და ვერც ფინალში გასვლა - ტიტულები აიაქმა (ჩემპიონთა ლიგა) და პარმამ (უეფას თასი/ევროპა ლიგა) მოიგეს.
კომენტარები
10 საათის წინ
20 საათის წინ
10 საათის წინ