Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტომას ტუხელი სეზონის ბოლოს მიუნხენის ბაიერნს ტოვებს. საინტერესოა, თუ ვინ შეცვლის გერმანელს რეკორდმაისტერში.
უცხოურ პრესაში რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა.
ჩაბი ალონსო
ესპანელი მწვრთნელი ბაიერნისთვის ტოპ კანდიდატია. ალონსო ამ სეზონში მიუნხენელების დომინაციის დასრულებასთან ახლოსაა. მისი ლევერკუზენი ბუნდესლიგას 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ცოტა ხნის წინ რეკორდმაისტერიც დაამარცხა ანგარიშით 3-0. თუმცა ალონსოს გადაბირება ლივერპულსაც სურს და ამ შემთხვევაში ბაიერნს მერსისაიდელების სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.
ზინედინ ზიდანი
გერმანულ პრესაში იწერება, რომ ბაიერნი ფრანგი ლეგენდის კანდიდატურასაც განიხილავს. ზიდანს 2021 წელს რეალიდან წამოსვლის შემდეგ არ უმუშავია, თუმცა ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მთავარი თავად ზიზუს სიტყვა იქნება, სურს თუ არა მას გერმანიაში მუშაობა.
სებასტიან ჰიონესი
კიდევ ერთი საინტერესო კანდიდატი სებასტიან ჰიონესია, რომელიც ული ჰიონესის ნათესავია და ბაიერნში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი იყო. ახლა კი სებასტიანი შტუტგარტს უძღვება და საკმაო წარმატებითაც. გუნდი ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზეა და ბაიერნს 4 ქულით ჩამორჩება. ამ შემთხვევაში მისი ბაიერნთან კავშირი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს.
ჰანსი ფლიკი
პრესაში ბაიერნის კიდევ ერთი ძველი ნაცნობის, ჰანსი ფლიკის, შესახებ დაიწერა. გერმანელი გუნდში 2019-20 წლების სეზონის შუაში მივიდა და რეკორდმაისტერს ყველაფერი მოაგებინა, შემდეგ ის ბუნდესნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი წარმატებული არ გამოდგა. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თავად ფლიკის ინტერესიც, რომელსაც, როგორც იწერება, ბარსელონაში მუშაობა სურს.
ანტონიო კონტე
ბაიერნის ირგვლივ კიდევ ერთმა ცნობილმა სახელმა გაიჟღერა - ანტონიო კონტე. როგორც გერმანული BILD იუწყება, იტალიელს მიუნხენურ გუნდში მუშაობა სურს და შეთავაზების შემთხვევაში უარს არ იტყვის, თუმცა საკითხავია, რამდენად ახლოსაა ბაიერნისა და კონტეს შეხედულებები ერთმანეთთან.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ბაიერნის გულშემატკივრებისთვის არც თუ ისე კარგ მოგონებებს აღვიძებს. საუბარია ოლე გუნარ სოლსკიაერზე, თუმცა, როგორც დაიწერა, მისი კანდიდატურა მხოლოდ დროებით მწვრთნელად განიხილებოდა. ახლა კი რადგან ვიცით, რომ ტუხელი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება, მიუნხენში მომავლის მწვრთნელზე ფიქრისთვის მეტი დრო ექნებათ.
კომენტარები
1 საათის წინ
1 დღის წინ
22 საათის წინ
1 დღის წინ