ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ეს დიდებული შედეგია, რომელიც დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. თავი კარგად დავიცავით, რაც აქ გამარჯვების ერთადერთი გზა იყო."
"გვარდიოლა ნამდვილი ჯენტლმენია და ყოველთვის ასე იყო. მან მოგვილოცა და წარმატება გვისურვა."
"1/2 ფინალში ბაიერნთან შეხვედრა საინტერესოა. კარგია, რომ სიტი დავამარცხეთ."
"პენალტების წინ დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიდოდით. ჩვენ ნებისმიერი გზით გამარჯვება შეგვიძლია."
"რეალი გუნდია, რომელიც ყოველთვის იბრძვის და ისეთ სიტუაციებშიც, საიდანაც გამოსავალი არაა, ყოველთვის პოულობს მას."
"პენალტი ყველამ კარგად დაარტყა. რუდიგერმა გამაკვირვა."
"ახლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია." - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა.
რეალმა სიტის პენალტების სერიაში აჯობა და 1/2 ფინალში ბაიერნს დაუპირისპირდება.
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ