Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანდერ ერერამ კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
მბაპე და ერერა პსჟ-ში გარკვეული პერიოდის მანძილზე თანაგუნდელები იყვნენ.
„რა თქმა უნდა, მას რეალში ვხედავ. ადრე თუ გვიან მათი გზები უნდა გადაკვეთილიყო. მბაპეს მსოფლიოს უდიდეს კლუბში ხილვა გარდაუვალი იყო.
მე სარაგოსას აღზრდილი ვარ. იუნაიტედში და პსჟ-ში მაქვს ნათამაშები, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები ყველა დროის უდიდეს კლუბს უნდა უკავშირდებოდნენ, ასეთი კი სწორედ რეალია." - აღნიშნა ატლეტიკ ბილბაოს ნახევარმცველმა.
მბაპეს 30 ივნისს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და როგორც ჩანს, კარიერას რეალში გააგრძელებს.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
21 საათის წინ