Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის 2024/25-წლების წილისყრა გაიმართა.
ლიგა A
ჯგუფი 1: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი
ლიგა B
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი
ლიგა C
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუგი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, გიბრალტარი/ლიეტუვა
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდილოეთ მაკედონია, ლატვია
ლიგა D
ჯგუფი 1: გიბრალტარი/ლიეტუვა, სან-მარინო, ლიხტენშტეინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა.
კალათები 2022/23-წლების ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით იქნა შედგენილი. ყველა გუნდი თითოეულ მეტოქესთან ორ-ორ მატჩს ჩაატარებს შინ და გასვლაზე.
ერთა ლიგის ფორმატს დაემატება პლეი-ოფის ახალი რაუნდი, რომლის მატჩებიც 2025 წლის მარტში გაიმართება. A ლიგის ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები ერთმანეთის წინააღმდეგ ორმატჩიან მეოთხედფინალებს ჩაატარებენ, საიდანაც საუკეთესო ოთხი ნაკრები 2025-ს ივნისში გასამართ ფინალურ ეტაპზე გადავა.
A, B და C ლიგების ჯგუფებში გასული მეოთხეადგილოსნები ერთით ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან.
B და C ლიგის ჯგუფების ოთხი გამარჯვებული და D ლიგის ორი ჯგუფის ორი გამარჯვებული ავტომატურად ავა ერთით ქვედა ლიგაში.
A ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები და B ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ პლეი-ოფის მატჩებს შინ და გასვლაზე კლასის ამაღლება/დაქვეითების გასარკვევად. იგივე ეხება B ლიგის მესამეადგილოსნებს და C ლიგის მეორეადგილოსნებსაც.
მაგალითად, თუ საქართველო თავის ჯგუფში მეორეადგილს დაიკავებს, ის A ლიგის რომელიმე ჯგუფის მესამეადგილოსანთან ორ მატჩს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, A დივიზიონში გადავა.
კომენტარები
9 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
7 საათის წინ