მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში შტურმმა კლაგენფურტი მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
გრაცელებმა ამ გამარჯვებით ზალცბურგის 10-წლიანი დომინაცია დაასრულეს და ჩემპიონები გახდნენ.
გუნდი ქვეყნის ჩემპიონი 2011 წლის შემდეგ პირველად, ჯამში კი მეოთხედ გახდა.
შტურმმა ამ სეზონში ავსტრიის თასიც მოიგო და შესაბამისად დუბლიც შეასრულა.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მან გადამწყვეტი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, თუმცა მისი წვლილი შტურმის ჩემპიონობაში უდიდესია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართველი ნახევარმცველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ოთარმა საჩემპიონო სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
7 საათის წინ
11 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ