-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის 1/4 ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
პირველ შეხვედრაში გერმანიამ საბერძნეთი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მეორე მატჩში კი ერთმანეთს სერბეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
თამაშის მეორე მეოთხედში ავსტრალია 24 ქულითაც კი იგებდა, როცა ანგარიში 22-46 იყო, თუმცა სერბებმა მეორე ტაიმში სცენარის თავის სასარგებლოდ მოტრიალება მოახერხეს.
საბოლოოდ ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა და ექსტრა-ტაიმი ვიხილეთ, სერბეთმა კი 95-90 იმარჯვა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 14 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ასევე აღსანიშნავია ბოგდან ბოგდანოვიჩის 17-ქულიანი პერფორმანსიც.
პატი მილსისა (26 ქულა) და ჯოშ გიდის (25 ქულა) სტატისტიკა კი ავსტრალიას გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
სერბეთის ნაკრები 1/2 ფინალში ბრაზილიისა და აშშ-ს ნაკრებთა შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები