ესპანეთის ნაკრები სეზონის ბოლო სანაკრებო შეკრებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით 2 შეხვედრას გამართავს.
პირველი მატჩი ხუთშაბათს, 12 ნოემბერს გაიმართება. ესპანეთი პრაღაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მე-2 და ბოლო მატჩს ესპანეთის ნაკრები კვირას, 15 ნოემბერს, მადრიდში, მეტროპოლიტანოს სტადიონზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 27-კაციანი განაცხადი დაასახელა.
ბეტისში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ალვარო ვალესი და მარკ როკა ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. სადებიუტო გამოძახება მიიღო ხაკობო რამონმაც, რომელმაც თავი კომოში გამოიჩინა.
ტრავმების გამო ესპანეთის ნაკრებს ერიკ გარსია, დანი ოლმო და როდრი ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: უნაი სიმონი, დავიდ რაია, ჟოან გარსია, ალვარო ვალესი.
მცველები: მარკ კუკურელია, ალეხანდრო გრიმალდო, პაუ კუბარსი, აიმერიკ ლაპორტი, მარკ პუბილი, პედრო პორო, დინ ჰაუსენი, ხაკობო რამონი.
ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი, პედრი, მიკელ მერინო, ფაბიან რუისი, ალექს ბაენა, ფერმინ ლოპესი, პაბლო ბარიოსი, მარკ როკა.
თავდამსხმელები: ნიკო უილიამსი, ლამინ იამალი, ფერან ტორესი, მიკელ ოიარსაბალი, იერემი პინო, ანდერ ბარენეჩეა, რობერტო ფერნანდესი.