სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში ფიორენტინამ სტადიო არტემიო ფრანკიზე მილანი მიიღო.
მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრაში 3 პენალტი დაინიშნა და სამივე მათგანი მეკარეებმა მოიგერიეს.
22-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მილანის კარის მიმართულებით დაიდო, რომელიც მოიზე კინმა შეასრულა, თუმცა მაიკ მენიომ დარტყმულის მოგერიება მოახერხა.
35-ე წუთზე ფიორენტინამ იასინ ადლის გოლით ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა. პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი ფიორენტინას კარშიც დაინიშნა, რომელიც ტეო ერნანდესმა შეასრულა, ამჯერად კი დარტყმული დავიდ დე ხეამ მოიგერია და პირველი ტაიმში გამარჯვებული ფლორენციელები დარჩნენ.
56-ე წუთზე მილანელებს კიდევ ერთი პენალტის დარტყმის საშუალება მიეცათ. ამჯერად ბურთთან ტემი აბრაჰამი მივიდა, რომლის დარტყმულიც კვლავ დავიდ დე ხეამ აიღო და მასპინძლებს კიდევ ერთხელ მოევლინა გმირად, თუმცა მე-60 წუთზე ესპანელმა მაინც გაუშვა გოლი. ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გაათანაბრა.
მატჩის ბედი 73-ე წუთზე გადაწყდა. ალბერტ გუდმუნდსონმა მოიზე კინის პასის შემდეგ გოლი გაიტანა და ფიორენტინას გამარჯვება მოუტანა (2-1).
სერია ა-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ფიორენტინა 10 ქულით მე-11 ადგილზეა, მილანი კი 11 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები