სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Tuttomercatoweb-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდება.
გაურკვევლობით მოცული პერიოდის შემდეგ, როგორც ჩანს მოლაპარაკები მშვიდად მიმდინარეობს და მხარეებს შორის ძლიერი საერთო ნდობა არსებობს. ახალი კონტრაქტით ქართველი მოთამაშე ნაპოლის 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებდა.
წყაროს ცნობით, შეთანხმების დეტალები რიცხვებში ასეთია:
ხანგრძლივობა: 2029 წლამდე
ხელფასი: 6 მილიონი ევრო სეზონში
გამოსასყიდი პუნქტი: 80 მილიონი ევრო, ხელმისაწვდომი არაიტალიური კლუბებისთვის, ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფორმულით.
როგორც ჩანს, მხარეებმა კლუბისა და მოთამაშის საჭიროებიდან გამომდინარე გამოსავალს მიაგნეს, ეს კი ნაპოლის ფინანსური დაცვისთვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ორივე მხარის სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ აჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია კვარაცხელია ნაპოლის პროექტისთვის.
კვარაცხელია ბრუნდება, ნერესი ფორმაშია - კონტეს თავის ტკივილი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები