სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კვარაცხელიას დაბრუნება და ნერესის ბრწყინვალე ფორმა ნაპოლიში დილემას წარმოშობს - ორივე მოთამაშის თანაარსებობა კონტეს სისტემაში. ამ საკითხზე სტატიას იტალიური Goal აქვეყნებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელიც კუნთის ტრავმის გამო უდინეში გამოტოვებული მატჩის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.
ქართველის სწრაფი გამოჯანმრთელება ანტონიო კონტესთვის დილემას წარმოშობს, თუ როგორ მოახერხოს მის ტაქტიკაში ხვიჩასა და დავიდ ნერესის თანაარსებობა.
ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო უდინეზესთან მატჩში, ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია და კონტეს მითითებებსაც ზედმიწევნით ასრულებს, რომელსაც დიდი თავის ტკივილი აქვს.
პარტენოპეი გასვლით მატჩს პატრიკ ვიეირას ჯენოასთან გამართავს. ლიგურიაში კვარაცხელია კონტესთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მინიმუმ ის სამატჩო განაცხადში იქნება.
რთულად სავარაუდოა, რომ ქართველმა შეხვედრა თავიდანვე დაიწყოს, თუმცა ის სათადარიგო სკამზე იქნება და საჭიროების შემთხვევაში თამაშში ჩაერთვება.
ჯენოასა და ნაპოლის მატჩი 21 დეკემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.
კვარაცხელიასა და გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულებები გაიზარდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები