-
Aa
+
ფონტის ზომა
12 დეკემბერი
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმეგომედოვთან კონფლიქტზე ისაუბრა.
„ბრძოლის შემდეგ უმარს სილას ვუთავაზებ, თუნდაც ამის გამო ციხეში მომიწიოს ჩაჯდომა. თუ ჩემს მიმართ უპატივცემლობას იჩენ, სახეში მოგხვდება. თუ ის ბოდიშს არ მოიხდის, ბრძოლის შემდეგ ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდება, თუნდაც ამის გამო დაღესტანში მომიწიოს ჩასვლა.
მიყვარს დაღესტანი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, უმარმა ჩემს მიმართ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა აგოს. დაღესტანელი ხალხი მიყვარს, ჯერ კიდევ ვცემ პატივს ხაბიბს, ისლამს და სხვებს, პრობლემები მხოლოდ უმართან მაქვს." - აღნიშნა დვალიშვილმა.
11 დეკემბერი
არმან ცარუკიანმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში UFC 311-ზე გასამართი ბრძოლების შესახებ ისაუბრა.
"ვგრძნობ, რომ მე და მერაბი ამ ბრძოლაში ერთად ვართ და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ, რადგან ის ქართველია და მე - სომეხი, თანაც მე საქართველოში დავიბადე.
ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ერთადაც გვივარჯიშია. იმედია, იმ ღამეს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ქართული და სომხური ცეკვებით." - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.
6 დეკემბერი
ხაბიბ ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის ჩანიშვნას გამოეხმაურა.
„ორი სატიტულო ბრძოლა ერთად! მგონი, ასე არ ხდება. ან არ ყოფილა. რა ღამე მელის... იმედია გადავრჩები." - წერს სოციალურ ქსელში UFC-ს მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი.
5 დეკემბერი
უკვე ოფიციალურად შეგივიძლია ვთქვათ, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციას თავად ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი ადასტურებს. ქართველი ჩემპიონი ქამარს 19 იანვარს UFC 311-ზე დაიცავს, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა შედგება, სადაც მსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განმარტა, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის ჩანიშვნა სწრაფად გადაწყდა. მისი თქმით, მასთან გვიან ღამით მერაბი ოფისში მივიდა და უთხრა, რომ ის დაიღალა უმარის უპატივცემულობით და ბრძოლა რაც შეიძლება მალე სურდა.
შემდეგ დანამ უმარს დაღესტანში დაურეკა და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა: "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას".
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები