-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 91-100 დამარცხდა.
პარკეტზე 25 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რა დროშიც მან 8 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
გამარჯვებულ გუნდს ჯეილენ ბრანსონმა (31 ქულა) და კარლ-ენტონი თაუნსმა (22 ქულა, 22 მოხსნა) ულიდერეს.
ორლანდოს 28 მატჩში 17 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ნიქსმა კი 26 შეხვედრაში 16 გამარჯვებით ამავე კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები