სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ მასსა და ჯანლუიჯი დონარუმას შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
"არაფერია. გავიცინე და მან ეს ცუდად მიიღო. მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მის კარში გოლის გატანა გამიხარდა."
ქართველმა თავდამსხმელმა იტალიელის კარი ეფექტური დარტყმით აიღო, ამის შემდეგ კი მათ შორის სიტუაცია დაიძაბა და ორივე მათგანმა ყვითელი ბარათი მიიღო.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში პსჟ-მ ლიონი 3-1 დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან გოლები დემბელემ, ვიტინიამ და რამოსმა გაიტანეს.
პსჟ 37 ქულით პირველ ადგილზეა, ლიონს კი 25 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Un but et des tensions... 💥 pic.twitter.com/Hf8iNPlcJa
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) December 15, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები