სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალექსანდრე თოფურიას (5-1) დებიუტი UFC-ში ახლოვდება.
"დამპყრობელმა", ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ და მისი გუნდის მნიშვნელოვანმა წევრმა მსოფლიოში MMA-ს ყველაზე დიდ კომპანიასთან კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გააფორმა, თუმცა მას UFC-ის ოქტაგონზე 2025 წელს ვიხილავთ.
როგორც ესპანური MARCA ადასტურებს, დებიუტზე მოლაპარაკებები UFC 312-ის გარშემო მიმდინარეობს, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდება. პირველი ეს ამბავი Australian MMA-მ გაავრცელა.
ალექსის გუნდის იდეა მარტში დებიუტის ჩატარება იყო, აშშ-ში, კონკრეტულად კი ლას ვეგასის აპექსში, თუმცა UFC-ს სხვა გეგმები აქვს და სავარაუდოდ, თოფურიას პირველი ბრძოლა 9 თებერვალს შედგება. სავარაუდო მეტოქედ კი კოდი ჰედონი განიხილება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები