6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, დასტინ პორიემ, 2024 წლის საუკეთესო ნოკაუტად ილია თოფურიას გამარჯვება დაასახელა ამერიკელ მაქს ჰოლოუეისთან.
„წლის ნოკაუტი? ვფიქრობ, ასეთად თოფურიას გამარჯვება მაქსთან უნდა დავასახელოთ.
ილია გახდა პირველი, ვინც ჰოლოუეი უკანალზე მოაჯინა და დაანოკაუტა. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო." - აღნიშნა პორიემ.
ოქტომბერში ილია თოფურიამ სატიტულო ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი მე-3 რაუნდში დაანოკაუტა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები