სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო დაპირისპირებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ვფიქრობ, უმარი მოიგებს. არ მგონია, რომ მერაბი მას სტრაიკინგში აჯობებს და ასევე არ მგონია, რომ ის უმარს პარტერში ჩაიყვანს და მასზე კონტროლი ექნება. ვერ ვხედავ გზას, როგორ შეიძლება მერაბმა წარმატებას მიაღწიოს.
მერაბი სისულელეებს ლაპარაკობს და ამის გამოც მინდა, რომ სამაგიერო მიიღოს. ის კვლავ ამბობს, რომ მე საჩუქარი ვიყავი უმარისთვის, ამიტომ მე უმარისკენ ვარ.
მერაბი მომწონდა და ამიტომაც მწყდება გული, რომ მან სისულელეების ლაპარაკი დაიწყო". - განაცხადა სენდჰეგენმა.
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები