მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-17 ტურში კარლსრუე პადერბორნს ეწვია. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელიც მატჩის ბოლო წუთზე შეცვალეს.
ანგარიში მე-16 წუთზე სწორედ სტუმრებმა გახსნეს. სებასტიან იუნგმა თავისი გუნდი დააწინაურა, საგოლე გადაცემა კი ქართველმა თავდამსხმელმა მიითვალა.
35-ე წუთზე გოლი უკვე თავად ბუდუმაც გაიტანა. მან მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ობერმაირის პენალტით შეხვედრის პირველი ნახევარი 1-2 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიშის მხრივ არაფერი შეცვლილა. 84-ე წუთზე პადერბორნს გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა პლატეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
კარლსრუემ მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალა და 17 მატჩის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე კი ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა და ის ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები