მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
16 მარტს, ლას ვეგასში UFC Fight Night გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაში საშუალო წონის დაპირისპირება შედგება, სადაც რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის რემატჩს ვიხილავთ.
დოლიძისა და ვეტორის ბრძოლა პირველად 2023 წლის მარტში გაიმართა, მაშინ იტალიელმა სამრაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით მოიგო.
31 წლის იტალიელს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს მოგებული, 7 წაგებული, 1 კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება 36 წლის ქართველს, დოლიძის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 3 მარცხია.
დოლიძესთან დაპირისპირების შემდეგ ვეტორიმ მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა 2023 წლის ივნისში და ჯარედ კანონიერთან ხუთრაუნდიან ჩხუბში გადაწყვეტილებით დამარცხდა. იტალიელს 2024 წელს ბრენდან ალენთან დაპირისპირება ჩაეშალა.
რომანმა კი ბოლო ბრძოლა 2024 წლის ივნისში გამართა, სადაც ენტონი სმიტს გადაწყვეტილებით სძლია.
საშუალო წონის რეიტინგში რომან დოლიძე მე-11 პოზიციას იკავებს, მარვინ ვეტორი კი რეიტინგის მე-8 მებრძოლია.
შეგახსენებთ, რომ ამ დივიზიონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესია, რომელმაც ცოტა ხნის წინ შონ სტრიკლენდთან დაიცვა ქამარი.
ასე რომ ქართველი გულშემატკივრები 16 მარტს რომან დოლიძის რევანშის მოლოდინში ვართ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები