12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლიონის ოლიმპიკი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ესტუმრება და ადგილობრვი FCSB-ს დაუპირისპირდება.
რუმინულმა გუნდმა პლეი-ინში ბერძნული პაოკი დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 1-4, ლიონმა კი ლიგის ფაზაში 15 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/8 ფინალში მოხვდა.
L'Equipe-ს მიხედვით, მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს გიორგი მიქაუტაძე.
ლუკას პერი; ნიკოლას ტალიაფიკო, მუსა ნიახატე, კლინტონ მატა, ენსლი მეტლანდ-ნაილსი; ნემანია მატიჩი, ტანერ ტესმანი; ერნესტ ნუამა, კორენტინ ტოლისო, რაიან შერკი; გიორგი მიქაუტაძე
ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
დღეს ევროტურნირზე თამაშს გამართავს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდი. კონფერენს ლიგაზე კოპენჰაგენი პარკენზე ლონდონის ჩელსის მიიღებს. დანიელთა განაცხადშია გიორგი გოჩოლეიშვილი.
კოპენჰაგენმა 1/8 ფინალში მსოახვედრად ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 4-3, ჩელსიმ კი ლიგის ფაზაში ექვსივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილით პირდაპირ ამ ეტაპზე მოხვდა.
როგორც FCSB vs ლიონი, ისე კოპენჰაგენი vs ჩელსი 21:45 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები