9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში მსუბუქ დივიზიონში ქართველის გეგმებზე ისაუბრა.
"ილია ყველაფერს გრძელ ვადაში უყურებს. ის ხედავდა, რომ მას ყოველ ჯერზე 20 კილოგრამზე მეტის დაკლება უწევდა და დრო იყო ზედა დივიზიონში ასვლის. დარწმუნებული ვარ, რომ ისლამი ბრძოლას დათანხმდება და ქამრისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ჩვენ აქეთ-იქით არ დავხტით ისე, რომ მოლაპარაკება არ გვქონდეს რაღაც საკითხებზე. არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ტიტულზე ვერ ვიბრძოლებდით. პატივისცემის გამო მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქამდე არავის უთქვამს, რომ ქამარზე ბრძოლას ვერ შევძლებდით.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს თოფურია-მახაჩევი ყველაზე დიდი ბრძოლაა, რაც შეიძლება ჩატარდეს ჯონსი-ასპინალთან ერთად. ბევრს ეშინია თუ რა მოხდება, ილიამ თუ ისლამი დაამარცხა. მაშინ სპორტში ყველაზე დიდი ვარსკვლავზე ვისაუბრებთ დიდი ხნის განმავლობაში.
არ ვამბობ, რომ სხვები ვარსკვლავები არ არიან, მაგრამ ილია საზღვრებს გასცდება, როგორც ეს კონორმა (მაკგრეგორი) გააკეთა, განსაკუთრებით თუ ის ნოკაუტით მოიგებს." - განაცხადა თოფურიას მენეჯერმა.
გეიჯი: "თოფურიამ ყველაზე ამაღელვებელი დივიზიონი კიდევ უფრო საინტერესო გახადა"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები