-
Aa
+
ფონტის ზომა
რომამ ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო - ასეთი რამ გუნდს 3.5 წელია არ გაუკეთებია.
73 წლის კლაუდიო რანიერის გუნდმა სერია ა-ს 28-ე ტურში ემპოლის 1:0 მოუგო. იქამდე, რომაელებმა პარმას (1:0), პორტუს (3:2), მონცას (4:0), კომოს (2:1) და ბილბაოს (2:1) მოუგეს.
უკანასკნელად რომაელებმა ზედიზედ ამდენი მატჩი 2021 წელს მოიგეს, როგორც კი გუნდში ჟოზე მოურინიო დაინიშნა.
სერია ა-ში რომა უკვე 12 ტურია არ მარცხდება - კერძოდ 15 დეკემბრიდან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები