სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გლეისონ ბრემერის შემდეგ, იუვენტუსის კიდევ ერთმა მცველმა, ხუან კაბალმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
ტურინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელს აღნიშნული ტრავმა აღმოუჩინეს, რის გამოც მისი სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.
უახლოეს პერიოდში კაბალს ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის 8-9 თვიან სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.
ანალოგიური ტრავმა მიიღო სეზონის სტარტზე იუვეს დაცვის ლიდერმა, გლეისონ ბრემერმაც, რომელიც უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა მოედანზე მომდევნო თვეებში ვერ დაუბრუნდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები