სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომამ გუნდის მთავარ მწვრთნელად კლაუდიო რანიერის მესამედ დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
73 წლის სპეციალისტი მწვრთნელის თანამდებობაზე სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებს და კლუბის მფლობელების მრჩევლის თანამდებობას მოირგებს.
რანიერი რომას 2009-2011 და 2019 წლებში წვრთნიდა, ფეხბურთელის რანგში კი 1973-74 წლები აქვს გატარებული.
2023/24 სეზონის ბოლოს რანიერიმ კალიარი დატოვა და სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, თუმცა რომას შემოთავაზებაზე დაბრუნების თაობაზე უარი ვერ თქვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები