-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 2026 წლის იანვრიდან ჰარი კეინს გამოსასყიდი თანხა გაუაქტიურდება.
BILD-ის ინფორმაციით, მომავალი წლიდან კეინის გამოსყიდვა 65 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი - პრემიერ ლიგის კლუბებმა ამის შესახებ იციან, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელთან კონტაქტები არავის დაუმყარებია.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინგლისური კლუბი ამ თანხის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს, ბაიერნმა საქმეში ტოტენჰემი უნდა ჩააყენოს, რომელსაც იმავე თანხის გადახდით კეინის თავისთან დაბრუნება შეეძლება.
ასეთ შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა კეინზე იქნება - დარჩეს ბაიერნში, წავიდეს ტოტენჰემში, თუ რომელიმე სხვა კლუბში.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კეინი არსად წასვლას არ განიხილავს და ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები