-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, იოზუა კიმიხის კონტრაქტზე ისაუბრა.
გერმანელ ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და 1 იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.
„კიმიხის კონტრაქტი? ვიცით, რომ მას სამუდამოდ ვერ დაველოდებით. თუმცა, გვინდა, იოზუას მცირე დრო მივცეთ, რომ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ბაიერნია ის კლუბი, სადაც მას თამაშის გაგრძელება სურს.
მას ამის სრული უფლება აქვს." - აღნიშნა ბავარიული კლუბის დირექტორმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები