-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმედღიან მონაკვეთში ფინეთთან 2 მატჩი გამართა და ორივე მოიგო.
ორივე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ნაკრების ახალწვეულმა ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა, რომელმაც ფინეთში საქართველოს მაისურით სადებიუტო მატჩი გამართა, დღეს კი უკვე ქართველი გულშემატკივრების წინაშე ჰქონდა დებიუტი.
ფინეთში ჩატარებულ თამაშში ბოლდუინმა მხოლოდ 3 წუთი დაისვენა. 37 წუთში მან 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საქართველომ კი სტუმრად 83-90 მოიგო.
თბილისი არენაზე კი ამერიკელმა კვლავ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებაში. ბოლდუინმა პარკეტზე ისევ 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი ჩაიწერა აქტივში. საქართველომ ამჯერად 81-64 იმარჯვა.
ასე რომ, კამარ ბოლდუინს წარმატებული სადებიუტო მატჩები გამოუვიდა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა მისი სახით მნიშვნელოვანი დამატება მიიღო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები