-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოემბრის ტესტებზე საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბოლო მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნებმა ტონგა მიიღეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უქულოდ, 0-0 დასრულდა, ქართველებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს.
42-ე წუთზე პირველი ლელო ალექსანდრე თოდუამ დადო, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა წარმატებით. 71-ე წუთზე ქართველებმა საჯარიმო ლელო დადეს და ანგარიში 14-0 გახდა.
თამაშის ბოლოს ბორჯღალოსნებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ლუკა მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, თავისი მორიგი ლელო ნაკრებში კი აკაკი ტაბუცაძემ დადო. მატჩი საქართველოს გამარჯვებით 22-7 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა ნოემბრის ტესტები და 2024 წელი გამარჯვებით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძემ ნაკრებში 41-ე ლელო მიითვალა და ამ შედეგით მსოფლიოს ყველა დროის მელელოვეთა რეიტინგში მე-15 პოზიციაზე გადავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები