სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანიმ საჯარიმოს გარედან დარტყმულით აიღო გიორგი მამარდაშვილის კარი.
მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ქართველები ცდილობდნენ, რომ წონასწორობა აღედგინათ, თუმცა შეტევებს შესაბამისად ვერ ამთავრებდნენ.
ვილი სანიოლიც არსებულ შემადგენლობას ენდო და მხოლოდ 81-ე წუთზე გააკეთა ცვლილება, როცა მოედანზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი წიტაიშვილი შემოიყვანა, 94-ე წუთზე ლევან შენგელიაც შემოვიდა შეცვლაზე, თუმცა მან თამაშში შესაბამისად ჩართვა ვეღარ მოასწრო.
B ლიგის პირველ ჯგუფში ამ მომენტისთვის სამ ჯგუფს 6 ქულა აქვს. საქართველოს, ჩეხეთსა და ალბანეთს, თუმცა ჩეხებს წინ მათი მე-4 მატჩი ელოდებათ, რომელიც უკრაინას დაუპირისპირდებიან. თავის მხრივ უკრაინელებს 3 ქულა აქვთ და შანსია, რომ 4 ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს 6 ქულა აქვს.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე უქულოდ დარჩა.
ეროვნული გუნდი მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები