The Athletic-ის ინფორმაციით, ალისონი ლივერპულს სავარაუდოდ ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება.
ბრაზილიელმა მეკარე ბარძაყის დაზიანებაზე შემოწმება ჩაიტარა და სავარაუდოდ 6 თვე თამაშს ვერ შეძლებს.
შესაბამისად ალისონი ჩელსისთან, მანჩესტერ იუნაიტედთან, რეალთან და მანჩესტერ სიტისთან მატჩებს გამოტოვებს.
ეს კი შანსია გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელმაც ბეკერი გალათასარაისთან შეხვედრაში შეცვალა.
ქართველი მეკარის დებიუტი პრემიერ ლიგაში ჩელსის წინააღმდეგ, შაბათს გასამართ მატჩში შედგება.