1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმმა მანჩესტერის სათავეში თავისი დებიუტი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა სტუმრად იფსვიჩს ვერ მოუგო.
„ამ კვირაში პრესას იმაზე მეტჯერ ველაპარაკე, ვიდრე სპორტინგში გატარებულ 4 წელიწადში. მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებთან მუშაობა მინდა, მეტი არაფერი.
ჩემი მოთამაშეები თამაშში ზედმეტად ბევრს ფიქრობდნენ, რაც იგრძნობოდა.
თუ თამაშების მოგებას შევეცდებით, მაგრამ კონკრეტულ მომენტში არაფრით არ გავრისკავთ, მაშინ გარანტიას გაძლევთ, რომ მომავალ წელს, ამავე პერიოდში იგივე პრობლემები გვექნება.
ახალი იდეა უნდა გავითვალისწინოთ და უკეთ ვითამაშოთ." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები