-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, რუბენ ამორიმი და მისი სტაფი მანჩესტერ იუნაიტედის გრძელვადიანი პროექტისთვის ლენი იოროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოთამაშედ განიხილავს.
ფრანგი კლუბის მიერ გამორჩეულ ტალანტად არის მიჩნეული და ამორიმი ამას სრულად ეთანხმება. იოროს რეაბილიტაციის პროცესი ბოლო ეტაპზეა.
ახალგაზრდა მცველი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული ლილიდან შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო წითელ ეშმაკებში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.
19 წლის მოთამაშემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები