ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სოსიედადთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვება რეალმა არდა გიულერის გოლით მოიპოვა, კარლო ანჩელოტიმ თურქი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის, რომ არდა მომავალ სეზონშიც ჩვენთან დარჩება.
ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარჩენილ მატჩებში სათამაშო დროს კიდევ მიიღებს. არდა მომავალ სეზონში აუცილებლად ჩვენი გუნდის წევრი იქნება." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
19 წლის თურქმა ფეხბურთელმა ლა ლიგის ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ 80 წუთი გაატარა, თუმცა ორი გოლის გატანა მაინც მოასწრო.
კომენტარები
1 საათის წინ
21 წუთის წინ
27 წუთის წინ