მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ რაიოსთან (2:1) მატჩის მიწურულს დაგდებული ტემპის მიზეზი დაასახელა.
„პირველი ტაიმი ძალიან კარგი გამოვიდა. როცა 70 ან 75-ე წუთისთვის 2;1-ს იგებ, კარგად მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთო: თავი დაიცვა, რათა პრობლემები აირიდო თავიდან.
ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდებიდან, გუშინ და დღეს ძალიან ბევრს შეექმნა პრობლემები: ინტერს, ლივერპულს, ლევერკუზენმა და ბაიერნმა საერთოდ წააგეს.
ვინისიუსმა და მბაპემ დიდებული გოლები გაიტანეს და შეეძლოთ ანგარიში 3:1-ც გაეხადათ. შემდეგ კი, თავდაცვის დრო დადგა და თავდამსხმელები შევცვალე. ეს პრობლემად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მბაპეს და როდრიგოს სათამაშო დრო შევამცირე, რაც ოთხშაბათს მათზე კარგად აისახება." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
რაიოსთან გამართულ მატჩში რეალმა თავისი ორივე გოლი 34-ე წუთისთვის გაიტანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები