მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტი ბარსელონასთან მატჩში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„ცუდი საღამო გამოვიდა. იმედგაცრუებულები ვართ, ისევე როგორც ჩვენი ფანები. არ აქვს აზრი ჩვენი იმედგაცრუების დამალვას, ფეხბურთი ასეთია. ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი წაგებიდან გაკვეთილი უნდა მიიღო. წინ უნდა ვიყუროთ, სულ ეს არის. უბრალოდ წინ ვიყუროთ.
თავს ცუდად ვიცავდით და ეს ძვირად დაგვიჯდა. მეტოქე მარტივ გზებს პოულობდა იმისთვის, რომ გოლი გაეტანა. თავს ცუდად ვიცავდით როგორც მაღალი პრესინგის, ისე დაბალი ბლოკის დროსაც.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დროა, ფეხბურთის თამაში დავიწყოთ, იმიტომ რომ პირველ ტაიმში ეს არ გაგვიკეთებია. გრძელ პასებს ვაკეთებდით, მაგრამ გეგმა სხვა იყო. ვთქვი, რომ შეიძლება თამაშები წააგო, მაგრამ არა ისე, როგორც ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ.
მოედანზე საუკეთესო მბაპე იყო." - აღნიშნა იტალიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები