მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანელი ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, ზედიზედ მეორე კლასიკოში განადგურების შემდეგ, კარლო ანჩელოტი ტაქტიკის შეცვლას აპირებს.
იტალიელი მწვრთნელი აღარ არის დარწმუნებული, რამდენად ღირს დიდ მატჩებში მბაპე - ვინისიუსი - ბელინგემი - როდრიგოს შემტევი ტრიოს გამოყენებას.
დიდი ალბათობით, ტაქტიკურ ცვლილებებს პირველ რიგში როდრიგო შეეწირება, რომლის ნაცვლადაც მეტი ბალანსისთვის შემადგენლობაში ნახევარმცველის დამატება იგეგმება, თუმცა ბრაზილიელი ანჩელოტის მისი დაცვაში კარგი დახმარების გამო ძალიან მოსწონს.
არსებობს ალბათობა, რომ რეალი 4-4-2 სისტემაზე გადავა, სადაც ბელინგემი მარცხენა ნახევარმცველის როლს შეასრულებს, ვალვერდე კი - მარჯვენასი. ორი გამოკვეთილი შემტევი სავარაუდოდ მბაპე და ვინისიუსი იქნებიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები