ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ჩრდილო ლონდონური დერბი შედგა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი არსენალი ტოტენჰემს ეწვია და მეტოქე 2-3 დაამარცხა.
პირველივე ტაიმში მეთოფეებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მე-15 წუთზე პიერ-ემილ ჰოიბერგის ავტო-გოლით არტეტას გუნდი დაწინაურდა. 27-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ბუკაიო საკამ გაზარდა, 38-ეზე კი კაი ჰავერცმა თამაშის პირველი ნახევრის შედეგი 0-3 დააფიქსირა.
თითქოს არსენალს 3 ქულა უკვე მშვიდად უნდა მოეპოვებინა, თუმცა 64-ე წუთზე დავიდ რაიას შეცდომით კრისტიან რომერომ ისარგებლა, რომელიც მეტოქის საჯარიმოსთან აღმოჩნდა და ტოტენჰემი თამაშში დააბრუნა. 87-ე წუთზე მეთოფეები კიდევ უფრო ანერვიულდნენ. სონ ჰინ-მინმა პენალტი ზუსტად შესრულა და სხვაობა შეამცირა, თუმცა პოსტეკოგლუს გუნდმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო, არსენალმა კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მაინც მოიპოვა.
საინტერესოა, რომ არსენალმა პრემიერ ლიგაში ტოტენჰემი გასვლაზე ზედიზედ 2 შეხვედრაში პირველად დაამარცხა.
არტეტას შეგირდებმა 80 ქულა დააგროვეს და პრემიერ ლიგას სათავეში უდგანან, მანჩესტერ სიტის 2 მატჩითა და 4 ქულით ნაკლები აქვს აქტივში.
გვარდიოლას გუნდი დღეს ნოტინგემ ფორესტს ესტუმრება.
კომენტარები
12 საათის წინ
10 საათის წინ
17 საათის წინ
10 საათის წინ