ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტოტენჰემთან გამარჯვება მიკელ არტეტასთვის საიუბილეო აღმოჩნდა.
ესპანელმა პრემიერ ლიგაში მწვრთნელის რანგში მე-100 შეხვედრა მოიგო, რაც არსენალის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გააკეთა. არტეტამ ლეგენდარული არსენ ვენგერის შედეგი გააუმჯობესა.
მიკელს 100 მატჩის მოსაგებად 168 დაპირისპირება დასჭირდა, ფრანგმა კი ეს 179 თამაშის შემდეგ მოახერხა.
ესპანელზე წინ სისწრაფის თვალსაზრისით გვარდიოლა (134), მოურინიო (142), კლოპი (159) და ფერგიუსონი (162) არიან.
არსენალმა ტოტენჰემი 2-3 დაამარცხა და პრემიერ ლიგაში პირველობას ინარჩუნებს.
კომენტარები
24 საათის წინ
24 საათის წინ
1 დღის წინ
12 საათის წინ