ჯერ კიდევ გუშინ, სულ რაღაც 13 საათის წინ, რუბენ ნევეში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფლუმინენსეს წინააღმდეგ თამაშობდა.
VIDEO: კანსელომ და ნევეშმა ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს ცრემლები ვერ შეიკავეს
თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც მისი გუნდის მარცხით (1:2) დასრულდა, ნევეში პირდაპირ აეროპორტში გაეშურა და პორტუგალიაში დაბრუნდა, სადაც თავისი მრავალწლიანი მეგობრის, ტრაგიკულად დაღუპული დიოგუ ჟოტას დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და სასახლის წაღებაშიც მიიღო მონაწილეობა.
პორტუგალიის ნაკრების გარდა ნევეში და ჟოტა თავის დროზე ერთად ვულვერჰემპტონშიც თამაშობდნენ, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი რუბენს ინტერვიუებში თავის საუკეთესო მეგობრად ასახელებდა.