სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ უიქენდზე ნამდვილად არ მოიწყენ.
28 და 29 სექტემბერს მორიგი საფეხბურთო საღამოები გველოდება და გთავაზობთ ტოპ-მატჩებს ტოპ-ლიგებიდან, რომელთა გამოტოვებაც არ შეიძლება
შაბათი, 28 სექტემბერი
ნიუკასლი - სიტი [15:30]
ჩელსი - ბრაიტონი [18:00]
ჯენოა - იუვენტუსი [20:00]
ბაიერნი - ლევერკუზენი [20:30]
ისევე, როგორც წინა სეზონში, გუნდები ახლაც ადრეულ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს: მაშინ მეოთხე ტურში შეხვდნენ, ახლა მეხუთეში ხვდებიან. მაშინ 2:2 ითამაშეს და ლევერკუზენმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, რომ საჩემპიონო ამბიციებზე შეიძლებოდა ოცნება.
ბაიერნმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო: მაღალი პრესინგი, აგრესიული კონტრპრესინგი, ნოიერი მოედნის ცენტრში ბურთის გამთამაშებლად, დომინირების სურვილი, ჰარი კეინი ერთდროულად არის საუკეთესო ბომბარდირიც და ასისტენტიც. თუმცა, მიუნხენელებს ჯერ სერიოზული გამოცდა არ ჰქონიათ.
ლევერკუზენმა არასასიამოვნოდ გაგვაკვირვა გაშვებული გოლების რაოდენობით - ამაზე მეტი ბუნდესლიგაში მხოლოდ სამმა გუნდმა გაუშვა. ცუდ დაცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მომენტებს მეტოქეები არც ისე ბევრს ქმნიან, მაგრამ რეალიზაცია იდეალური აქავთ.
ოსასუნა - ბარსელონა [23:00]
კვირა, 29 სექტემბერი
მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი [19:30] - როგორი იქნება ემიუს საყრდენი ზონა ტოტენჰემთან მატჩში?
საყრდენი ზონა - ყველაზე მეტი ექსპერიმენტის ტერიტორიაა ერიკ ტენ ჰაგისთვის ამ სეზონის სტარტზე. თავდაპირველი წყვილი: კაზემირო - მეინუ, ლივერპულთან განადგურების შემდეგ ჩავარდა. კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ, ბრაზილიელმა მწვრთნელის ნდობა დაკარგა.
გაინტერესებს, სად შეგიძლია ფეხბურთის ყურება ლაივ რეჟიმში? დააკლიკე ბმულს და უყურე პრემიერ ლიგის მატჩებს უფასოდ.
რამდენიმე თამაში იუნაიტედმა გამოკვეთილი საყრდენის გარეშე ჩაატარა: ერიქსენი - მეინუს წყვილით. ტვენტესთან ევროპა ლიგის მატჩში კი შანსი ახალწვეულს, მანუელ უგარტეს მისცა. ჯერჯერობით ძიება გრძელდება.
ატლეტიკო - რეალი [23:00] - რეალი რომბს დააბრუნებს?
წელიწადზე მეტია რეალი ლა ლიგაში არ აგებს. უკანასკნელად გუნდი ატლეტიკოსთან 2023 წლის სექტემბერში დამარცხდა, როცა ალვარო მორატას დუბლით ვანდაზე ჩოლოს გუნდმა 3:1 იმარჯვა. 2024-ს იანვარში რეალი კვლავ ვანდას ესტუმრა, ამჯერად სათასო მატჩის რანგში და აქაც დამარცხდა. სხვათაშორის, ეს ორი მარცხი წინა სეზონში რეალისთვის ერთადერთი იყო.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ატლეტიკომ 200 მილიონის ახალწვეულები დაიმატა, რომლებიც სიმეონეს სისტემას ნელ-ნელა ეჩვევიან. ხულიან ალვარესმა ორი გოლის გატანა მოასწრო, რეალი კი ტონი კროოსის გარეშე თამაშს სწავლობს და კილიან მბაპეს ადაპტაციას ადევნებს თვალს. სხვათაშორის, თეთრებს ამ საღამოს ფრანგი ვერ დაეხმარება, რომელმაც ალავესთან შუა კვირის მატჩში ტრავმა მიიღო და 3 კვირამდე გაუცდება.
მბაპეს გარეშე, კარლო ანჩელოტი სავარაუდოდ წინა სეზონის ტაქტიკას დააბრუნებს [4-4-2 ან 4-1-2-1-2], ფორვარდების წყვილის როლში ვინისიუსი და როდრიგო მოგვევლინებიან, რომელთა უკანაც ჯუდ ბელინგემი დადგება - სწორედ ამ როლმა აქცია ინგლისელი ოქროს ბურთის ერთ-ერთ კანდიდატად.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები