Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი დიდი ხანია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც ორივე მხარე იტყობინება, სეზონის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება და დიდი შანსია, ქართველმა ნეაპოლურ გუნდთან ახალი ხელშეკრულებაც გააფორმოს.
გრანდების მხრიდან ხვიჩასადმი ინტერესის არსებობის მიუხედავად, ჯერ ნაპოლისთვის ხვიჩას თაობაზე არავის მიუმართავს. თუმცა, კვარა ნეაპოლს მიჯაჭვულია და თუ Corriere dello Sport-ს დავუჯერებთ, პრიორიტეტსაც სწორედ ამ გუნდში დარჩენას ანიჭებს.
დღევანდელ ნომერში იტალიური გამოცემა წერს, რომ სატრანსფერო ბაზარი ბევრი მოულოდნელობით არის სავსე. კვარას აგენტის ინტერვიუმ ნაპოლის ქომაგებს ნერვიულობის საბაბი მისცა. ასევე, არსებობს მითი, რომ მომავალ წელს ხვიჩა გუნდს ახალი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავადაც დატოვებს.
ბარსელონას და რეალს, ისევე როგორც სხვა დიდ გუნდებს ხვიჩა მოსწონთ, თუმცა მისთვის პრიორიტეტი ნაპოლია და როგორც მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით ცისფერი ფორმით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელის თქმით, ამ ზაფხულს კვარაცხელია ნაპოლის მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბი ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.
ბევრად ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ერთ ზაფხულს კლუბმა კვარაც და ოსიმენიც გაუშვას. ამ ეტაპზე, ნიგერიელის წასვლა გაცილებით მეტად არის მოსალოდნელი.
კომენტარები
18 საათის წინ
17 საათის წინ
16 საათის წინ
11 საათის წინ