-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერ თასის 1/2 ფინალში, რომელიც საუდის არაბეთში იმართება, ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზი გავიმ გახსნა, რომელმაც მძიმე ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ნახევარმცველს საგოლე გადაცემა ალეხანდრო ბალდემ გაუკეთა.
მეორე ტაიმში გავიმ უკვე თავად მიითვალა ასისტი. მისი პასის შემდეგ ლამინ იამალმა ეფექტურად მიიღო ბურთი და ერთი ერთზე გავიდა, სადაც გოლის გატანა უკვე აღარ გასჭირვებია და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მატჩის ბოლოს ატლეტიკი გააქტიურდა და თამაშში დაბრუნება სცადა, თუმცა ბასკებს 2 გოლი არ ჩაუთვალეს.
82-ე წუთზე ჯერ ოსკარ დე მარკოსის, ხოლო 87-ე წუთზე ინიაკი ვილიამსის გოლი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო.
საბოლოოდ ბარსელონამ 0-2 იმარჯვა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გავიდა, სადაც ბლაუგრანას მეტოქე რეალსა და მალიორკას შორის გამარჯვებული იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები