12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტურინის იუვენტუსი ბარსელონასთან ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
იუვენტუსი კატალონიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ არაუხო ბარსელონაში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას ისურვებდა.
მოქმედი ხელშეკრულება არაუხოს კლუბთან 2026-ს ზაფხულში ეწურება და ახლის გაფორმებაზე ის ბარსას უარს ეუბნება, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები