-
Aa
+
ფონტის ზომა
ლას პალმასთან მატჩში ბარსელონამ ზედიზედ მე-13 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა.
ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა ჰანსი ფლიკის გუნდმა 2:0 მოიგო და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.
კატალონიელები 2025 წელს დაუმარცხებლები არიან და დღეს ზედიზედ მე-13 წაუგებელი თამაში ჩაატარეს.
ამ ხნის მანძილზე ბარსამ 11 გამარჯვება მოიპოვა და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა (ხეტაფესთან და ატალანტასთან).
უკანასკნელი მარცხი ბარსამ 2024 წლის 21 დეკემბერს, ატლეტიკოსთან საკუთარ კედლებში იწვნია (1:2).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები