ალესანდრო ბასტონიმ ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ლამინ იამალის თამაშით აღფრთოვანება გამოთქვა.
„ახლაღა ვხვდები, რა დაუჯერებელი გმირობა ჩავიდინეთ სამშაბათს. კოლოსალური შრომა გავწიეთ და ეს ჩვენი გულშემატკივრების დაუვიწყარი ენერგიის გამოვლინებით დაგვიფასდა.
თითოეული თანაგუნდელის მადლიერი ვარ: თქვენი სულისკვეთებისთვის, ვნებისთვის, შიმშილისთვის. თქვენს გვერდით ბრძოლა ბავშვობიდან გაღეულ ყველანაირ მსხვერპლს ფასეულს ხდის.
დიდი პატივისცემა ჩვენს მეტოქეს, რომელმაც დიდი ძალა და ვნება გამოავლინა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ბიჭუნა, რომელიც საშიშად მაგარია: იამალ, ნამდვილი მონსტრი ხარ.
ყველა ინტერის ფანს კი მინდა ვუთხრა - მიუნხენში შევხვდებით. მადლობა ყველაფრისთვის." - წერს ინტერის იტალიელი მცველი სოც ქსელებში.