მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის რეალმა ოსასუნას ვერ მოუგო.
შეხვედრა ელ სადარზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-18 წუთზე რეალი მბაპემ დააწინაურა და თამაში მადრიდელთა კარნახით მიდიოდა, სანამ 39-ე წუთზე ჯუდ ბელინგემს გააძევებდნენ. ინგლისელმა პირდაპირი წითელი ბარათი მსაჯთან საუბრის გამო მიიღო და რეალი 10 კაცით დარჩა.
58-ე წუთზე რეალის კარში პენალტი დაინიშნა - ედუარდო კამავინგამ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, ანტე ბუდიმირმა კი წერტილიდან ტიბო კურტუას აჯობა და წონასწორობა აღადგინა.
მატჩის დასრულებამდე მეტი გოლი არ გასულა და რეალმა ლა ლიგის ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგა ქულები - თუ ატლეტიკო დღეს სელტა ვიგოს მოუგებს, ლა ლიგაში ლიდერი ოფიციალურად შეიცვლება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები