სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ტოტენჰემის ნახევარმცველ, როდრიგო ბენტანკურს სამხრეთ კორეელებზე რასისტული გამონათქვამის გამო შესაძლოა დიდხნიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველმა შეიძლება 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, თუმცა ეს ციფრი შეცვლას ექვემდებარება. ინციდენტი ივნისში, ურუგვაის ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემაში მოხდა, სადაც ბენტანკურს თანაგუნდელის ჰინ-მინ სონის მაისური თხოვეს.
"სონის მაისური თუ მისი ბიძაშვილის? ისინი მაინც ერთნაირები არიან". - თქვა ბენტანკურმა.
27 წლის მოთამაშემ ამ კომენტარის გამო სოციალურ ქსელში ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა ამან მას შეიძლება არ უშველოს და ენჯ პოსტეკოგლუს ნახევარმცველი დიდი ხნით გამოაკლდეს.
ურუგვაელი ტოტენჰემს 2022 წელს იუვენტუსიდან შეუერთდა. მას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები